მედიის ინფორმაციით, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმოსავლეთ აზიის სამიტისთვის სერგეი ლავროვის მიმართვისას, დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
მედიის ინფორმაციით, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმოსავლეთ აზიის სამიტისთვის სერგეი ლავროვის მიმართვისას, დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

მედიის ინფორმაციით, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის სიტყვით მიმართვისას დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ინციდენტი აღმოსავლეთ აზიის სამიტზე, კამბოჯაში მოხდა.

როგორც ვონგის პრესსპიკერი განმარტავს, „მინისტრმა ვონგმა ვერ შეძლო დარბაზში გაჩერება, როდესაც ლავროვი უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობის გამართლებას ცდილობდა“.