მედიის ინფორმაციით, ავსტრალია რუსული და ბელარუსული პროდუქციის იმპორტზე 35%-იან დამატებით ტარიფს აწესებს
მედიის ინფორმაციით, ავსტრალია რუსული და ბელარუსული პროდუქციის იმპორტზე 35%-იან დამატებით ტარიფს აწესებს

ავსტრალია რუსული და ბელარუსული პროდუქციის იმპორტზე 35%-იან დამატებით ტარიფს აწესებს.

როგორც „სიენენი“ წერს, ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტმა გამოაცხადა.

უწყების განცხადებით, ავსტრალია ბელარუსსა და რუსეთს გაუუქმებს სავაჭრო საგადასახადო შეღავათებს და აღნიშნული ქვეყნებიდან ყველა სახის პროდუქციის იმპორტზე დამატებით 35%-იან ტარიფს დააწესებს.

როგორც მედია წერს, ავსტრალია უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს და მჭიდროდ ითანამშრომლებს თავის პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს თავის ქმედებებზე.

„სიენენის“ ცნობით, ავსტრალიამ რუსული და ბელარუსული პროდუქტების იმპორტზე გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილება ავსტრალიის პარლამენტში ვოლოდომირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის დღეს მიიღო.