მედიის ინფორმაციით, ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოკლეს
მედიის ინფორმაციით, ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოკლეს

ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანური გამოცემა „ტოლო ნიუსი“ ავრცელებს.

ავღანური მედია წერს, რომ დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მიმდინარე წელს ავღანეთში საერთო ჯამში 20 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

„ევრონიუსის“ (euronews) ინფორმაციით, გასულ თვეში ავღანეთში აშშ-ის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს, როდესაც მათი შვეულმფრენი ლოგარის პროვინციაში ჩამოვარდა. შვეულმფრენის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. თალიბების განცხადება პენტაგონში უარყვეს.