მედიის ინფორმაციით, ავღანეთში, ქალაქ ასადაბადში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს „თალიბანის“ მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს
მედიის ინფორმაციით, ავღანეთში, ქალაქ ასადაბადში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს „თალიბანის“ მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს

ავღანეთის ქალაქ ასადაბადში „თალიბანის“ მებრძოლებმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუჩაში ეროვნული დროშით გამოსულ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.

თვითმხილველის განცხადებით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, უცნობია არიან თუ არა დაშავებულები. მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებიათ რადიკალურ მოძრაობაში.