მედიის ინფორმაციით, ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 250 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა

10:39, 22.06.2022

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 250 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან 44 კილომეტრში, პაკისტანის საზღვართან ახლოს მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა პაკისტანსა და ინდოეთში.

 

მსგავსი