მედიის ინფორმაციით, ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში ორი ამერიკელი სამხედრო მოკლეს
მედიის ინფორმაციით, ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში ორი ამერიკელი სამხედრო მოკლეს

ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.

ავღანური მედიის ინფორმაციით, შერზადის ოლქში ავღანეთის არმიის სპეცრაზმისა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ჯარისკაცების შესვლის დროს, ავღნაეთის არმიის უნიფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.

ნანგარჰარის გუბერნატორის, შაჰ მაჰმუდ მიახელის განცხადებით, ორმხრივი სროლის დროს თავდამსხმელი მოკლეს.

ინციდენტის შედეგად ავღანეთის არმიის და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.