მედიის ინფორმაციით, ავღანეთის მთავრობა დაჯგუფება „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს
მედიის ინფორმაციით, ავღანეთის მთავრობა დაჯგუფება „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, აბდულ სათარ მირზაქვალის განცხადებით, ქაბულზე შეტევა არ განხორციელდება და გარდამავალი ადმინისტრაციისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა იგეგმება. მისი თქმით, ამჟამად მთავრობასა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის მოლაპრაკებები მიმდინარეობს.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ საგანგებო შეხვედრა გამართა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან და ნატო-ს ოფიციალურ პირებთან.

„თალიბანის“ განცხადებით, დედაქალაქის ძალის გამოყენებით აღებას არ გეგმავენ. დაჯგუფების წარმომადგენლის, ზაბიულა მუჯაჰიდის თქმით, დაჯგუფების ყველა მებრძოლს ნაბრძანები აქვს დედაქალაქის შესასვლელებთან მზადყოფნა, ვიდრე ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა არ მოხდება.

გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფება აცხადებს, რომ ქაბულის მცხოვრებლების სიცოცხლეს, ქონებასა და ღირსებას საფრთხე არ ეუმქრება.