მედიის ინფორმაციით, აშშ-ში თურქეთის საელჩოში უცნობი ადამიანი მივიდა და თურქეთის დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა

10:47, 12.02.2023

„სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში თურქეთის საელჩოში პაკისტანის მოქალაქე მივიდა და თურქეთის დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა.

ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შებაშ შერიფმა მიკრობგლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.

„სასიამოვნოდ გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა“, – წერს შარიფი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

მსგავსი