მედიის ინფორმაციით, აშშ-ში კანონპროექტი მზადდება, რომლის მიხედვითაც მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულებს სიკვდილით დასჯიან
მედიის ინფორმაციით, აშშ-ში კანონპროექტი მზადდება, რომლის მიხედვითაც მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულებს სიკვდილით დასჯიან

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულებს სიკვდილით დასჯიან. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიცე-პრეზიდენტის გუნდთან ერთად გენერალური პროკურორის გუნდი მუშაობს. სავარაუდოდ, ეს იარაღის კონტროლის შესახებ კანონპროექტის ნაწილი იქნება, რომელსაც თეთრი სახლი კონგრესს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

აგვისტოს დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. 3 აგვისტოს შეიარაღებულმა მამაკაცმა ელ პასოში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან ცეცხლი გახსნა. შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 20 დაიჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.

4 აგვისტოს ღამეს კი ოჰაიოს შტატში სროლა მოხდა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, 20 დაიჭრა.