მედიის ინფორმაციით, აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ, სირიის აღმოსავლეთში ირანელი სამხედროების პოზიციები დაბომბა
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ, სირიის აღმოსავლეთში ირანელი სამხედროების პოზიციები დაბომბა

აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ, სირიის აღმოსავლეთში, ირანელი სამხედროების პოზიციები დაბომბა.

თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

გავრცელებული ცნობით, კოალიციის კუთვნილმა სამმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაიერიში, ერაყ-სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ალბუქალამალის მახლობლად მიიტანა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე „ჰაშდ ალ-შააბის“ შიიტური სამხედრო დაჯგუფების მებრძოლები არიან ბაზირებული.

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ალბუქამალთან ათი აფეთქება მოხდა.

„ჰაშდ ალ-შააბის“ სამხედრო ჯგუფები წლების განმავლობაში სირიის სამთავრობო არმიის მხარდამხარ იბრძვიან.

აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ საჰაერო იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც ერაყში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის დაბომბვას, ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი ემსხვერპლა.

აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის უკან სავარაუდოდ ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები დგანან.