მედიის ინფორმაციით, ჯორჯიის შტატში დიდი ალბათობით მეორე ტური გაიმართება, რის გამოც აშშ-ის კონგრესის არჩევნების საბოლოო შედეგები შესაძლოა, 6 დეკემბრის შემდეგ გახდეს ცნობილი

13:39, 09.11.2022
Unused privacy booths are seen at a voting site in Tripp Commons inside the Memorial Union building on the University of Wisconsin-Madison campus on Election Day in Madison, Dane County, Wisconsin, U.S. November 3, 2020. REUTERS/Bing Guan

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ჯორჯიის შტატში დიდი ალბათობით მეორე ტური გაიმართება.

სენატში ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს უპირისპირდებიან მოქმედი სენატორი – პასტორი რაფაელ უორნოკი და ფეხბურთელი ჰერშელ უოკერი.

ამ დროისთვის უორნოკს 49.4% , ხოლო უოკერს 48.5% აქვთ. სენატში მანდატისთვის 50%-ზე მეტის მოპოვებაა საჭირო. ეს კი ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება 6 დეკემბრის შემდეგ.

ამ დროის მონაცემებით, სენატში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებსაც 48-48 ადგილი აქვთ მოპოვებული. წარმომადგენელთა პალატაში კი დემოკრატებს ჯერჯერობით 168, რესპუბლიკელებს კი 199 მანდატი აქვთ. უმრავლესობის მოსაპოვებლად 218 მანდატია საჭირო.

მსგავსი