მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის გარშემო ჯარების რაოდენობის შემცირება მოსთხოვა
მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის გარშემო ჯარების რაოდენობის შემცირება მოსთხოვა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის გარშემო ჯარების რაოდენობის შემცირება მოსთხოვა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სხვა საკითხებს შორის, საუბარი შეეხება რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას აღმოსავლეთ უკრაინის მიმდებარედ. კანცლერმა მოითხოვა ძალების გაძლიერების შემცირება ვითარების დეესკალაციისთვის“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ანგელა მერკელმა ასევე დააყენა საკითხი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შესახებ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კოლონიაში გაუარესდა.