მედიის ინფორმაციით, ამერიკელების 55 პროცენტი დონალდ ტრამპის ხელმეორე იმპიჩმენტს მხარს უჭერს
მედიის ინფორმაციით, ამერიკელების 55 პროცენტი დონალდ ტრამპის ხელმეორე იმპიჩმენტს მხარს უჭერს

სიბიესისცნობით, ამერიკელების 55 პროცენტი დონალდ ტრამპის ხელმეორე იმპიჩმენტს მხარს უჭერს, 45 პროცენტი კი წინააღმდეგია.

ამის შესახებ აღნიშნულია უახლეს კვლევაში, რომელიც ამერიკულმა ტელეკომპანიამ დღეს გაასაჯაროვა.

კითხვაზე, აშშ-ში კიდევ ხომ არ არის მოსალოდნელი ძალადობა, გამოკითხულთა 74 პროცენტმა უპასუხა, რომ „გარკვეულწილად მოსალოდნელია“.

გამოკითხულთა 59 პროცენტი მიიჩნევს, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენები შეიძლება შეაფასო, როგორც ამბოხი და მთავრობის გადაყენების მცდელობა.

შეგახსენებთ, რომ დღეს წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის ხელმეორე იმპიჩმენტის წამოწყებას უყრის კენჭს.

საერთო ჯამში, კვლევაში მონაწილე ამერიკელების 80 პროცენტი მიიჩნევს, რომ ძალის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მიუღებელია.

გამოკითხვა 11-12 იანვარს ჩატარდა და მასში 1 521 მოქალაქე მონაწილეობდა. ცდომილება შესაძლოა შეადგენდეს 2,9 პროცენტს.