მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლისთვის აზერბაიჯანის პროკურატურა რვა წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს
მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლისთვის აზერბაიჯანის პროკურატურა რვა წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

აზერბაიჯანში, ​ბელაქანის რაიონულ სასამართლოში პროკურორმა სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს მიმართა, აფგან მუხთარლის წინააღმდეგ ბრალდებები გაითვალისწინოს და დაკავებულს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯოს – ამის შესახებ ინფორმაციას Apa.az ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მუხთარლის საქმე დასკვნით ეტაპზეა და მოსამართლე განაჩენის გამოსატანად დღევანდელი პროცესის შემდეგ გავა.

მუხთარლი წაყენებულ ბრალს საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, არ აღიარებს.