მედიის ინფორმაციით, 12 დეკემბერს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოვებს
მედიის ინფორმაციით, 12 დეკემბერს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოვებს

ხვალ, 12 დეკემბერს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“  ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ევროპული საბჭო, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთიან მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ხანგრძლივობა სწორედ იმაზეა დამოკიდებული, როდის შეასრულებს მოსკოვი მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს“ ,-  განუცხადა „როიტერს“ წყარომ.