მედიის ცნობით, ისრაელმა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტსა და სირიის დედაქალაქის სამხრეთით მდებარე პოზიციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
მედიის ცნობით, ისრაელმა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტსა და სირიის დედაქალაქის სამხრეთით მდებარე პოზიციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

ისრაელმა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტზე და სირიის დედაქალაქის სამხრეთით მდებარე პოზიციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ავიაიერიშს ხუთი სამხედრო ემსხვერპლა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სირიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რაკეტების უმეტესობის გაუვნებელყოფა შეძლო.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ისრაელმა გაააქტიურა სირიის აეროპორტებზე იერიშები, რათა შეაფერხოს ირანის მიერ სირიასა და ლიბანის მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდება საჰაერო გზით.