მედიის ცნობით, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 40 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა
მედიის ცნობით, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 40 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

ყაზახური მედიის ცნობით, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 40 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აქამდე გარიგების მოცულობა არ სახელდებოდა.

abctv.kz წერს, რომ ქართული კომპანიის გაყიდვით ყაზახური მხარე დაზარალდა, რადგან თავის დროზე, „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ 160 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჩაიდო.

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის ახალი მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Waltbay LTD გახდა, რომელიც ქართულ საინვესტიციო ჯგუფ CBS-ს ეკუთვნის.

გარიგების პარალელურად, ჰააგაში მორიგებით დასრულდა საარბიტრაჟო დავა საქართველოს მთავრობასა და „ყაზტრანსგაზს“ შორის.