მედიის ცნობით, ყარაბაღში, საწვავის საცავში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 290-მდე დაშავდა
მთიან ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 290-მდე დაშავდა, ასევე დაკარგულად მიიჩნევა რამდენიმე პირი. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
მედიის ცნობით, ადგილობრივებს რეგიონის დასატოვებლად საცავიდან საწვავს ურიგებდნენ, რის გამოც ტერიტორიაზე მრავალი ადამიანი იყო თავმოყრილი. ამასთან, რამ გამოიწვია აფეთქება, ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, შვიდი ადამიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა, 13 კი ადგილზევე დაიღუპა. დაშავებულთა ნაწილი სომხეთის საავადმყოფოებშიც გადაიყვანეს.