მედიის ცნობით, ყარაბაღიდან სომხეთში 93 ათასი ადამიანი ჩავიდა

18:59, 29.09.2023

სომხური მედიის ცნობით, 16:00 საათის მონაცემებით, ყარაბაღიდან სომხეთში 93 000 ადამიანი ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაგდასარიანმა გაავრცელა.

მისივე თქმით, ამჟამად ყარაბაღიდან სომხეთში ჩასულ იმ პირთა რიცხვი, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს, 69 916 შეადგენს, მათგან სომხეთის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საცხოვრებლით 23 433-მა პირმა ისარგებლა.

მსგავსი