მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი სირიაში ჩავიდა
მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი სირიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სირიაში ჩავიდა.

ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედია იუწყება, ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სირიაში.

წყაროების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდება. როგორც „როიტერთან“ საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა,  რეგიონში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, მოლაპარაკებები თავდაცვის საკითხს შეეხება.