მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ში ჩავა და ჯო ბაიდენს შეხვდება

07:34, 21.12.2022

მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. როგორც „ბიბისი“ წერს, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით გამოსვლა კონგრესში.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება.

მსგავსი