მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი 4 სექტემბერს პარიზში დაგეგმილი ევროპელი ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 4 სექტემბერს პარიზში დაგეგმილ ევროპელი ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, შეხვედრაზე ლიდერები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ვოლოდიმირ ზელენსკი ადგილზე ჩავა, თუ დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწვევით ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.