მედიის ცნობით, ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 920-მდე გაიზარდა, დაშავებულია 3 360 ადამიანი
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 920 ადამიანი. მედიის ცნობით, ამის შესახებ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა.
ამასთან, დაშავებულია 3 360 ადამიანი, ხოლო 172 პირს ნანგრევებში ჯერ კიდევ ეძებენ.
ხორხე როდრიგესის თქმით, დაზიანებულია 383 შენობა, მათ შორის 13 საავადმყოფო და 25 სავაჭრო ცენტრი.
მიწისძვრების შედეგად ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებული ტერიტორიიდან 243 ადამიანი გადაარჩინეს.
ცნობისთვის, ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.