მედიის ცნობით, ვარშავაში აცხადებენ, რომ ევროკომისია თანახმაა, უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტიც აკრძალოს
მედიის ცნობით, ვარშავაში აცხადებენ, რომ ევროკომისია თანახმაა, უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტიც აკრძალოს

მედიის ცნობით, ვარშავაში აცხადებენ, რომ ევროკომისია თანახმაა, უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტიც აკრძალოს. აღნიშნული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის მიზეზად ევროკავშირის ქვეყნები ბაზარზე უკრაინული იაფი პროდუქციის შეტანის გამო ადგილობრივი ფერმერების დაზარალებას ასახელებენ.

ევროკომისია ასევე დათანხმდა უკრაინიდან ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ბულგარეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის თხოვნას.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ევროკომისიასა და ევროკავშირის ხუთ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჩაიშალა.  ევროკომისიამ ქვეყნებს პრობლემების დასაბუთების მიზნით სტატისტიკის წარდგენისკენ მოუწოდა. ხუთი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებს ევროკომისიამ განუცხადა, რომ ფერმერთა მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც 100 მილიონი ევროთი დახმარებას გულისხმობს, დამოკიდებულია იმპორტის ცალმხრივი აკრძალვის გაუქმებაზე.

გასულ კვირას ევროკომისიამ აღნიშნულ ხუთ ქვეყანას უკრაინიდან სოფლის მეურნეობის იმპორტის აკრძალვის მოსახსნელად 100 მილიონი ევროს დახმარება შესთავაზა.