მედიის ცნობით, უნგრეთმა უკრაინისთვის ევროპის მშვიდობის ფონდიდან 500 მილიონი ევროს ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფა დაბლოკა
მედიის ცნობით, უნგრეთმა უკრაინისთვის ევროპის მშვიდობის ფონდიდან 500 მილიონი ევროს ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფა დაბლოკა

უნგრეთმა უკრაინისთვის ევროპის მშვიდობის ფონდიდან 500 მილიონი ევროს ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფა დაბლოკა, – ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.

თანხის გამოყოფა მომავალ ორშაბათს იგეგმებოდა. ეს ფონდიდან უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მერვე ტრანში იქნებოდა.

როგორც იტალიური მედიასაშუალება თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, უნგრეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი შეინარჩუნებს თავის გლობალურ სტატუსს მომავალში და არ იქნება გამოყენებული მხოლოდ კიევის შეიარაღებისთვის.

ევროპის მშვიდობის ფონდი 2021 წელს შეიქმნა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებით ფინანსდება.