მედიის ცნობით, უმაღლესი რადა დენის შმიგალისა და მიხაილო ფედოროვის გადადგომის შესახებ განცხადებებს განიხილავს
უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის თავდაცვის მინისტრის, დენის შმიგალისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები მიიღო.
როგორც უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, აღნიშნულ განცხადებებს უახლოეს მომავალში, დადგენილი პროცედურის შესაბამისად, 13-16 იანვარს განიხილავენ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 იანვარს შეხვედრა გამართა დენის შმიგალთან. როგორც ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, დენის შმიგალს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნავს და ამაში პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, მიხაილ ფედოროვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა შესთავაზა.