მედიის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ყირიმში ტიტანის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ტიტანის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას დაარტყეს.
მედიის ცნობით, უპილოტო სისტემებმა არმიანსკში ტიტანის ქარხანაზე განახორციელეს დარტყმა.
უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ ბროვდი აცხადებს, რომ ქარხანა აღმოსავლეთ ევროპაში ტიტანის დიოქსიდის უდიდესი მწარმოებელია და საწარმო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა.
„ობიექტურმა მონიტორინგმა დაადასტურა ზარალი. ხანძარი მძვინვარებს. ქარხანაში წარმოება შეჩერებულია“, – განაცხადა მან.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს რუსული მხარეც. არმიანსკის „ადმინისტრაციის უფროსმა“ ვასილი ტელიჟენკომ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ თავდასხმის დროს ის ქარხანაში იმყოფებოდა.