მედიის ცნობით, უკრაინის მიერ თათრეთის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 39 დაშავდა

11:54, 10.08.2026

უკრაინის მიერ თათრეთის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 39 დაშავდა. ამის შესახებ ნიჟნეკამსკის მერმა, რადმირ ბელიაევმა განაცხადა.

იერიშების სამიზნე ქალაქში მდებარე ტანეკო-ს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა გახდა, რომელიც რუსულ კომპანია „ტატნეფტს“ ეკუთვნის. აღნიშნული ობიექტი ივნისის დასაწყისშიც გახდა უკრაინის თავდასხმის სამიზნე.

პარალელურად, იერიშები რუსულმა მხარემაც განახორციელა უკრაინის მიმართულებით. მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ხარკოვის ოლქში ხუთი ადამიანი დაიღუპა. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

ამასთან, სუმში ღამის განმავლობაში განხორციელებული დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 14-ს მიაღწია.

მსგავსი