მედიის ცნობით, უკრაინაში რუსული სარაკეტო დარტყმებისა და დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მედიის ცნობით, უკრაინაში რუსული სარაკეტო დარტყმებისა და დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

მედიის ცნობით, უკრაინაში რუსული სარაკეტო დარტყმებისა და დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი შეტევას ახორციელებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეესკის, მარინკისა და შახტიორსკის მიმართულებებზე, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაცვის პოზიციებს იკავებენ და დასახლებებს ბომბავენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით სიტუაციის სტაბილიზაცია შესაძლებელი გახდა უკრაინის თავდაცვის ძალების ტიტანური ძალისხმევის შედეგად. უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ რუსი სამხედროების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნები 16-ჯერ დაბომბა. უკრაინელმა სამხედროებმა ორი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, საბრძოლო მასალის საცავი, საცეცხლე პოზიციაზე განთავსებული საარტილერიო დანადგარი და ორი ელექტრონული ომის სადგური დაბომბეს.