მედიის ცნობით, უკრაინამ პარტნიორ სახელმწიფოებთან მიაღწია შეთანხმებას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ინიციატივის გარშემო ახალი მოლაპარაკებები კვლავ ევროპაში გაიმართება
მედიის ცნობით, უკრაინამ პარტნიორ სახელმწიფოებთან მიაღწია შეთანხმებას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ინიციატივის გარშემო ახალი მოლაპარაკებები კვლავ ევროპაში გაიმართება

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ ახალი მოლაპარაკებები ისევ ევროპაში გაიმართება.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, კიევმა პარტნიორ სახელმწიფოებთან მიაღწია შეთანხმებას, რომ უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივის გარშემო მორიგი მოლაპარაკებები უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების მონაწილეობით გაიმართება.

უკრაინული მედიის ცნობით, ეს იქნება მესამე მსგავსი შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანიც არის „მშვიდობის სამიტის“ გამართვის შესახებ შეთანხმების მიღწევა, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულა“ უნდა მიიღონ.

პირველი ასეთი შეხვედრა ივნისში კოპენჰაგენში, ხოლო მეორე საუდის არაბეთში გაიმართა. ამ შეხვედრებში 40 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ ჩინეთის, ინდოეთის, ინდონეზიის, მექსიკის, ჩილეს, სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებიც. როგორც უკრაინული მედია წერს, მესამე შეხვედრას სავარაუდოდ მალტა უმასპინძლებს და ის ოქტომბრის ბოლოს შედგება.