მედიის ცნობით, უკრაინამ გერმანიისგან ანტისაჰაერო სისტემა IRIS-T მიიღო
მედიის ცნობით, უკრაინამ გერმანიისგან ანტისაჰაერო სისტემა IRIS-T მიიღო

უკრაინამ გერმანიისგან პირველი ანტისაჰაერო სისტემა IRIS-T მიიღო. აღნიშნულის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს.

გამოცემის ცნობით, სისტემის ერთი კომპლექტის გადაცემა დღეს პოლონეთ-უკრაინის საზღვართან მოხდა.

გასულ დღეს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ბერლინს სურს, უკრაინას გადასცეს პირველი IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემა უახლოეს დღეებში.

გამოცემის ცნობით, იგეგემება სისტემის კიდევ სამი კომპლექტის გადაცემა, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ წელს განხორციელდება.

როგორც მედია წერს, საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემად და უკრაინაში ძირითადად გამოყენებულ იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. სისტემებს რაკეტების განადგურება 20 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია 40 კილომეტრის რადიუსში.