მედიის ცნობით, უკრაინა 23 სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების საქმეს იძიებს
უკრაინაში 23 სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების საქმეებს იძიებენ.
ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ Investigation.Info-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, საუბარია სამხედრო პირების მოწამვლაზე.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ცამეტ შემთხვევაში „მეთადონი“ იყო გამოყენებული.
როგორც მედია წერს, ეჭვმიტანილთა შორის შვიდი არასრულწლოვანი გოგონაა. არსებული ცნობებით, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოები მათ სხვადასხვა აპლიკაციით, უმეტეს შემთხვევაში Telegram-ისა და გაცნობის საიტების საშუალებით უკავშირდებოდნენ და მითითებებს აძლევდნენ. პოლიცია იძიებს სისხლის სამართლის 21 საქმეს, რომლებიც სამხედრო მოსამსახურების გარდაცვალებასთან არის დაკავშირებული.