მედიის ცნობით, თურქეთში ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტები იგეგმება
მედიის ცნობით, თურქეთში ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტები იგეგმება

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში ვიზიტით ჩავლენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მედიის ცნობით, თურქეთში ჯერ – პუტინის, შემდეგ კი ზელენსკის ვიზიტი იგეგმება.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის ლიდერებთან ცალ-ცალკე გაიმართება.

მედიის ცნობით, პუტინი თურქეთს სპეციალური ვიზიტით ერდოღანის ინაუგურაციის შემდეგ ეწვევა, თუმცა ვიზიტის ზუსტი დრო ამ დროისთვის უცნობია.

მედიის ცნობით, პუტინისა და ზელენსკის ვიზიტებზე განხილული იქნება ომისა და მარცვლეულის დერეფნის საკითხები.

თურქეთში 3-4 ივნისს ახალარჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია გაიმართება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.