მედიის ცნობით, მომიტინგეებმა, რომლებიც ღაზაში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებენ, ინჯირლიკის საჰაერო ბაზაზე შეჭრა სცადეს, თურქეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

21:33, 05.11.2023

თურქეთის პოლიციამ ინჯირლიკის საჰაერო ბაზასთან მყოფი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ბაზასთან, სადაც აშშ-ის ძალებია დისლოცირებული, მოქალაქეები ღაზაში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებდნენ და ბაზაზე შეჭრა სცადეს, რა დროსაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

მსგავსი