მედიის ცნობით, თურქეთმა სირიაში დამატებით ათასობით სამხედრო გაგზავნა
მედიის ცნობით, თურქეთმა სირიაში დამატებით ათასობით სამხედრო გაგზავნა

თურქეთმა სირიაში დამატებით ათასობით სამხედრო გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, თურქი სამხედრო მოსამსახურეების მიზანი თურქეთ-სირიის საზღვრისკენ მიმავალი გზების კონტროლი და დაცვა იქნება. ამასთან, თურქი ჯარისკაცები წინააღმდეგობას გაუწევენ სირიის არმიას, თუ ის იდლიბზე იერიშს მიიტანს.

როგორც იუწყებიან, ანკარაში შეშფოთებულნი არიან, რომ სირიის სახელისუფლებო ძალების თავდასხმამ იდლიბზე, შესაძლოა თურქეთის საზღვარზე მიგრანტების კრიზისის გამოიწვიოს.

იდლიბი არის ერთადერთი რეგიონი სირიაში, რომელსაც სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე ძალები აკონტროლებენ. ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს თურქეთის სადამკვირვებლო საგუშაგოები.

სირიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ 29 სექტემბერს თურქეთის, რუსეთის და ირანის პრეზიდენტები იმსჯელებენ.