მედიის ცნობით, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის დასრულების საჭიროებაზე ისაუბრეს
მედიის ცნობით, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის დასრულების საჭიროებაზე ისაუბრეს

თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის დასრულების საჭიროებაზე ისაუბრეს. 

ორი ქვეყნის ლიდერები უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს.

ამასთან, როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ საჭიროა, ისლამურმა სამყარომ დაიკავოს ერთიანი პოზიცია და ისრაელზე გააძლიეროს ზეწოლა, რათა შეწყდეს თავდასხმები.

ერდოღანი ასევე აღნიშნავს, რომ ანკარა მზადაა, იკისროს გარანტორის როლი ისრაელსა და ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს შორის, კრიზისის გადასაჭრელად.