მედიის ცნობით, თელ ავივში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, დაკავებულია, სულ მცირე, 57 ადამიანი
თელ ავივში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მედიის ცნობით, დემონსტრაციაზე, სახელწოდებით „მიტოვების 600 დღე“, დაახლოებით 3000 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის გათავისუფლებული მძევლები და მათი ოჯახის წევრები.
აქციის მონაწილეები ღაზაში ომის დასრულებას ითხოვდნენ. დემონსტრანტები მთავრობას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ვერ მიაღწია ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.
მონაწილეები აქციაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსახულებიანი ნიღბებით და ნარინჯისფერი ტანსაცმლით იმყოფებოდნენ.
პოლიციასთან შეტაკებების დროს სამართალდამცავებმა, სულ მცირე, 57 ადამიანი დააკავეს.