მედიის ცნობით, „თალიბანმა“ ტაჯიკეთთან დამაკავშირებელ მთავარ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე კონტროლი დაამყარა
მედიის ცნობით, „თალიბანმა“ ტაჯიკეთთან დამაკავშირებელ მთავარ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე კონტროლი დაამყარა

ავღანურმა რადიკალურმა სამხედრო დაჯგუფება „თალიბანმა“ ტაჯიკეთთან დამაკავშირებელ მთავარ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე კონტროლი დაამყარა.

გავრცელებული ცნობით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წევრებმა პოსტები მიატოვეს და საზღვრის მიღმა გაიქცნენ.

სამხედრო ოპერაციაში ასობით თალიბი იღებდა მონაწილეობას. როგორც მედია წერს, ეს არის „თალიბანის“ ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ საერთაშორისო ძალების ქვეყნიდან გასვლის დაწყების შემდეგ ბრძოლა გააძლიერა.

ტაჯიკეთთან სასაზღვრო ზონაზე კონტროლის დამყარება ოფიციალურად დაადასტურა „თალიბანის“ პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

გაერო-ს ინფორმაციით, პირველი მაისის შემდეგ, რაც კოალიციურმა ძალებმა ავღანეთიდან გასვლა დაიწყეს, „თალიბანმა“ ავღანეთის 370 რაიონიდან 50-ზე მეტ რაიონზე დაამყარა კონტროლი.

დატოვე კომენტარი