მედიის ცნობით, „თალიბანი“ ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს
მედიის ცნობით, „თალიბანი“ ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს

„თალიბანი“ ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს.

აღნიშნულ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ორგანიზაციის წარმომადგენლობის „ტვიტერზე“ დაყრდნობით იუწყება.

„ისლამური საამირო მკაცრად გმობს ქაბულის აეროპორტში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მომხდარ აფეთქებას, რომელიც იმ ტერიტორიაზე განხორციელდა, რომლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის ძალებს აქვთ აღებული. ავღანეთის ისლამური საამირო დიდ ყურადღებას უთმობს თავისი ხალხის უსაფრთხოებასა და დაცვას“, – წერია „ტვიტერის“ გვერდზე.