მედიის ცნობით, სუმის ოლქში რუსეთის იერიშს ერთი ოჯახის ოთხი წევრი ემსხვერპლა
სუმის ოლქში რუსეთის იერიშს ერთი ოჯახის ოთხი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. შესაბამის ინფორმაციას სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ გრიგოროვი ავრცელებს.
რეგიონის ხელმძღვანელის ცნობით, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სოფელ ჩერნეჩინაზე, საცხოვრებელ სახლზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინაზე სხვადასხვა ტიპის 65 დრონით მიიტანა იერიში. საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო და გაუვნებელყო 46 უპილოტო საფრენი აპარატი.
დაფიქსირდა დარტყმები ექვს ადგილას, ასევე ნამტვრევები ჩამოვარდა ორ ადგილზე. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთი დრონებით იერიშს განაგრძობს ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში.