სირიის ამბოხებულმა ძალებმა იდლიბსა და ალეპოს რეგიონებში 34 სოფელი დაიკავეს და 250 კვადრატულ კილომეტრზე დაამყარეს კონტროლი
სირიის ამბოხებულმა ძალებმა იდლიბსა და ალეპოს რეგიონებში 34 სოფელი დაიკავეს და 250 კვადრატულ კილომეტრზე დაამყარეს კონტროლი

სირიის ამბოხებულმა ძალებმა იდლიბსა და ალეპოს რეგიონებში 34 სოფელი დაიკავეს და 250 კვადრატულ კილომეტრზე დაამყარეს კონტროლი.

გავრცელებული ცნობით, ოპოზიციური ძალები ქალაქ ალეპოს ხუთ კილომეტრზე მიუახლოვდნენ, ასევე ალეპოს ალ-ნაირაბის სამხედრო აეროპორტი უპილოტო თვითმფრინავებით დაბომბეს და ვერტმფრენი გაანადგურეს.

როგორც მედია წერს, ოპოზიციურმა სუნიტურმა სამხედრო დაჯგუფებამ, „ჰაიეთ ტაჰრირ ალ-შამმა“ სირიის რეჟიმის ძალებს ახლად დაკავებულ რაიონებში მძიმე შეიარაღება და სამხედრო მანქანები ჩამოართვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის სამთავრობო არმიამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. დაახლოებით 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე გაიქცა საბრძოლო მოქმედებების ზონიდან.

ასევე, ოპოზიციური ამბოხებული ძალების პოზიციებზე ასადის რეჟიმმა საპასუხო იერიში მიიტანა მიწა-მიწა ტიპის რაკეტებით. სირიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამბოხებულები ადამიანურ და სამხედრო დანაკარგებს განიცდიან.