მედიის ცნობით, შარლ მიშელმა სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევს მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა
მედიის ცნობით, შარლ მიშელმა სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევს მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა

მედიის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.

როგორც მედია წერს, შარლ მიშელმა ილჰამ ალიევს მოუწოდა, სრულად დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოება, ღირსეული მოპყრობა. ასევე, უზრუნველყოს მათი უფლებები და წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე.