მედიის ცნობით, სანკტ-პეტერბურგში დრონი საცხოვრებელ სახლს დაეცა
მედიის ცნობით, სანკტ-პეტერბურგში დრონი საცხოვრებელ სახლს დაეცა

მედიის ცნობით, სანკტ-პეტერბურგში დრონი საცხოვრებელ სახლს დაეცა. რუსული ტელეგრამარხები მომხდარის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებენ.

მათ ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი პისკარიოვის გამზირზე მდებარე ხუთოთახიან სახლს დაეცა.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, ხოლო დაზიანებული ბინებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ტელეგრამარხებში ასევე ავრცელებენ ცნობას, რომ უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე ნავთობის ბაზა იყო, რომელიც დრონის ჩამოვარდნის ადგილიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს.