მედიის ცნობით, სამხრეთ ლიბანში, სავარაუდოდ, ისრაელის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური დაიღუპა

15:43, 08.01.2024

მედიის ცნობით, სამხრეთ ლიბანში, სავარაუდოდ, ისრაელის თავდასხმის შედეგად, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური დაიღუპა.

როგორც მედია იუწყება, „ჰეზბოლას“ მეთაური იმ დროს დაიღუპა, როდესაც რაკეტა მოხვდა მანქანას, რომლითაც ის მგზავრობდა.

მომხდარის შესახებ ისრაელის მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

მსგავსი