მედიის ცნობით, სამხედრო ბაზას სამხრეთ სირიაში, სადაც აშშ-ის ძალების წვრთნები მიმდინარეობს, უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ
მედიის ცნობით, სამხედრო ბაზას სამხრეთ სირიაში, სადაც აშშ-ის ძალების წვრთნები მიმდინარეობს, უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ

სამხედრო ბაზას სამხრეთ სირიაში, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ფართო კამპანიის ფარგლებში აშშ-ის ძალების წვრთნები მიმდინარეობს, უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს, – ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

მედია ინფორმაციას ამერიკის ოფიციალურ პირებზე დარყდნობით ავრცელებს.

სამხედროებმა ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს, ხოლო მეორე მსუბუქად დააზიანეს.