მედიის ცნობით, საკრამენტოში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე ცხრა კი დაშავდა

17:01, 03.04.2022

აშშ-ში, ქალაქ საკრამენტოს ცენტრალურ უბანში სროლა მოხდა.

მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია ექვსი ადამიანი და დაშავდა სულ მცირე ცხრა.

ქალაქის ცენტრალური ქუჩები პოლიციის მიერ არის გადაკეტილი. სროლის მიზეზი და სხვა გარემოებები ჯერ უცნობია. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი