მედიის ცნობით, საფრანგეთში, სასურსათო ბაზრობის საწყობში შეჭრის გამო 79 ფერმერი დააკავეს

23:39, 31.01.2024

საფრანგეთის პოლიციამ 79 ფერმერი დააკავა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ფერმერები საფრანგეთის სამხრეთით, რუნჯისის მუნიციპალიტეტში, გამოსვლების დროს ერთ-ერთ სასურსათო ბაზრობის საწყობში შეიჭრნენ. პოლიციის ინფორმაციით, ფერმერებმა ზიანი მიაყენეს საწყობს, რა დროსაც ისინი დააკავეს.

ფერმერების პროტესტი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმართება, თუმცა ერთ-ერთი მასშტაბური გამოსვლები საფრანგეთში მიმდინარეობას. აქციის მონაწილეები მთავრობისგან დიზელის საწვავზე გადასახადების შემცირებას და ახალი კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ, რომელიც ფერმერებს ავალდებულებს, დაუმუშავებელი დატოვოს კუთვნილი მიწის ოთხი პროცენტი.

მსგავსი