მედიის ცნობით, საფრანგეთის საავადმყოფოებში 11 124 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
მედიის ცნობით, საფრანგეთის საავადმყოფოებში 11 124 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 28 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 29 374-ს შეადგენს. ინფორმაციას „როიტერი“ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 156 287-ს შეადგენს. საფრანგეთის საავადმყოფოებში ამჟამად 11 124 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 870 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.