მედიის ცნობით, საფრანგეთის ქალაქ მარსელში, რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
საფრანგეთის ქალაქ მარსელში, რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.
ინციდენტი მოხდა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.
მედიის ცნობით, უცნობმა პირებმა საკონსულოს ტერიტორიაზე მდებარე ბაღში ორი ბოთლი, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს. შემთხვევის ადგილთან ახლოს გატაცებული ავტომობილი აღმოაჩინეს.
19 თებერვალს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლება განიხილავს ევროპაში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების წინააღმდეგ ტერაქტების განხორციელების შესაძლებლობას.