მედიის ცნობით, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-27 შავ ზღვაში ჩავარდა

23:45, 25.03.2020

რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-27 შავ ზღვაში ჩავარდა. როგორც რუსული მედის წერს, ინციდენტი გეგმური სწავლების დროს მოხდა. მფრინავის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, თუმცა მას ცუდი მეტეოროლოგიური პირობები ართულებს.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მოიერიშე თვითმფრინავი ფეოდოსიის სიახლოვეს ჩამოვარდა.

მფრინავის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია თვითმფრინავი ან-26, ვერტმფრენი მი-8 და რამდენიმე ხომალდი.

მსგავსი